გარემოს ეროვნული
სააგენტო მოქალაქეებს
ამინდის მოსალოდნელი
გაუარესების შესახებ
აფრთხილებს.სააგენტოს
ცნობით, 29 დეკემბრის
ბოლომდე დროგამოშვებით
ნალექი, მთაში და მაღალ
მთაში ზოგან ძლიერი თოვა და
ქარბუქი, დასავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი,
ზღვაზე 3-4 ბალიანი
შტორმი.„მოსალოდნელმა
ნალექებმა დასავლეთ
საქართველოს მდინარეებზე
შესაძლებელია წყლის
დონეების მნიშვნელოვანი
მატება, პატარა
მდინარეებზე
წყალმოვარდნები,
გორაკ-ბორცვიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო
ქვეყნის მაღალმთიან
რაიონებში ზვავების
ფორმირება გამოიწვიოს.
საავტომობილო გზების
ცალკეულ მონაკვეთებზე
დიდთოვლობის,
ზვავსაშიშროების,
ლიპყინულის და ხილვადობის
გაუარესების გამო
შესაძლებელია შეიზღუდოს
ტრანსპორტის მოძრაობა
(საფრთხის დონე საშუალო)", -
აღნიშნულია ინფორმაციაში.