ამინდი მკვეთრად შეიცვლება - ნახეთ პროგნოზი

Primetime.ge 1 დღე წინ 38
ამინდი მკვეთრად შეიცვლება - ნახეთ პროგნოზი
7 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 8 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი, ელჭექი და სეტყვა, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.მათივე ცნობით, სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება.„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია