გარემოს ეროვნული
სააგენტოს ცნობით, 9
ოქტომბრის დილამდე
დასავლეთ საქართველოში
მოსალოდნელია შედარებით
გრილი და დროგამოშვებით
წვიმიანი ამინდი. 9-ში კი
გამოიდარებს და ისევ თბილი
და უნალექო ამინდი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში
კი სითბოს ფონზე ზოგან
გაწვიმდება.ქ. თბილისში
შესაძლოა მცირე წვიმა
აღინიშნოს. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +25, +27
გრადუსი
დაფიქსირდება.სანაპირო
რაიონებში (ბათუმი,
ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 9
ოქტომბრის დილამდე
დროგამოშვებით წვიმიანი
ამინდია მოსალოდნელი.
შემდგომში გამოიდარებს და
დათბება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +23, +26
გრადუსი
დაფიქსირდება.დასავლეთ
საქართველოს დაბლობ
რაიონებში (ზესტაფონი,
ქუთაისი, სამტრედია,
ზუგდიდი, მარტვილი,
ოზურგეთი): 9 ოქტომბრის
დილამდე ზოგან გაწვიმდება.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +26, +28
დაფიქსირდება.დასავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ამბროლაური,
ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა,
საჩხერე, ხულო, რიკოთის
უღელტეხილი): ზოგან
მოსალოდნელია ხანმოკლე
წვიმა ელჭექით. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +20, +24
გრადუსი იქნება.დასავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (მესტია,
ბახმარო): ზოგან
მოსალოდნელია ხანმოკლე
წვიმა ელჭექით. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +17, +19
გრადუსი იქნება.ქართლში
(რუსთავი, ბოლნისი,
მარნეული, გარდაბანი, გორი,
ცხინვალი): 8 ოქტომბერს
ზოგან გაწვიმდება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +27, + 29
გრადუსი იქნება.კახეთში
(საგარეჯო, თელავი,
გურჯაანი, სიღნაღი,
ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა,
დედოფლისწყარო): 8
ოქტომბერს ზოგან
მოსალოდნელია ხანმოკლე
წვიმა. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +27, +29 გრადუსი
დაფიქსირდება.აღმოსავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ახალციხე,
ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი,
ფასანაური): ზოგან
მოსალოდნელია ხანმოკლე
წვიმა. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +22, +25 გრადუსი
დაფიქსირდება.აღმოსავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (ახალქალაქი,
წალკა, ბაკურიანი, გუდაური,
ომალო): ზოგან მოსალოდნელია
ხანმოკლე წვიმა. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +12, +17
გრადუსი იქნება.