გარემოს ეროვნული
სააგენტო უახლოეს დღეებში
მოსალოდნელი ამინდის
შესახებ მოსახლეობას
ავრცელებს.სინოპტიკოსების
პროგნოზით, 20 სექტემბრის
დღის მეორე ნახევრამდე
საქართველოში
მოსალოდნელია წვიმა, ზოგან
ძლიერი, შესაძლებელია
ელჭექი, სეტყვა, ქარის
გაძლიერება, ზღვაზე 3-4
ბალიანი შტორმული
ღელვა.„მოსალოდნელმა
ნალექმა შესაძლებელია
საქართველოს მდინარეებზე
წყლის დონეების
მნიშვნელოვანი მატება,
პატარა მდინარეებზე
წყალმოვარდნები, ხოლო
გორაკ-ბორცვიან და მთიან
ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს (საფრთხის დონე
საშუალო)“, – ნათქვამია
გარემოს ეროვნული
სააგენტოს ინფორმაციაში.