ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ერთ დღეში არაფერი შეცვლილა, არც მოწვევის გამოგზავნა და არც მოწვევის გაწვევა, ასეთი ნაბიჯები სტრატეგიულ პარტნიორობას არ ეხმარება - მაკა ბოჭორიშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 73
ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ერთ დღეში არაფერი შეცვლილა, არც მოწვევის გამოგზავნა და არც მოწვევის გაწვევა, ასეთი ნაბიჯები სტრატეგიულ პარტნიორობას არ ეხმარება - მაკა ბოჭორიშვილი
ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არასერიოზული საქციელი და ნაბიჯი იყო, ერთ დღეში არაფერი შეცვლილა, არც მოწვევის გამოგზავნა და არც მოწვევის გაწვევა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, რთულია მსგავსი ნაბიჯებით ერთმანეთთან პარტნიორობაზე საუბარი.„არ შეიძლება, ეს სერიოზულ ნაბიჯად აღვიქვათ. ეს ერთადერთ რაიმეს ემსახურებოდა, რომ ოპოზიციას დღის წესრიგი ჰქონდეს და ეს იყო რამდენიმე დღიანი დღის წესრიგის შექმნის მცდელობა. ბოლო პერიოდში ისეთ ნაბიჯებს ვხედავთ, რაც სტრატეგიულ პარტნიორობას აზიანებს. რთულია მსგავსი ნაბიჯებით ერთმანეთთან პარტნიორობაზე ვისაუბროთ. ჩვენთვის ამერიკასთან ურთიერთობა ძვირფასია და ასეთი ნაბიჯები სტრატეგიულ პარტნიორობას არ ეხმარება, პირიქით, მიმართულია მისი შესუსტებისკენ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია