უკვე მეორე წელია,
საქართველოს ბანკის
მხარდაჭერით, ამერიკის
სავაჭრო პალატა და MAC Georgia
ერთობლივი სასტიპენდიო
პროგრამის ფარგლებში
სტიპენდიატებს ასახელებს
და მათ სწავლის საფასურსა
და საცხოვრებელ ხარჯებს
უფინანსებს.2024-2025 სასწავლო
წლის გამარჯვებულები
ამერიკის სავაჭრო პალატის
მიერ ორგანიზებულ
ცერემონიაზე
გამოვლინდნენ, რომელიც
რედისონ ბლუ ივერიაში
გაიმართა.წელს სტიპენდია
35-მა სტუდენტმა
მიიღო.ფინანსურ
მხარდაჭერასთან ერთად,
სასტიპენდიო პროგრამის
ფარგლებში, პარტნიორი
ორგანიზაციები
სტუდენტებისთვის
სტაჟირების პროგრამებს,
ინგლისური ენის კურსებს და
სხვადასხვა ტრენინგებს
ახორციელებენ.“საქართველოს
ბანკი სტუდენტების
მხარდაჭერას განაგრძობს.
ახალგაზრდებისთვის
განათლების
შესაძლებლობებზე
ხელმისაწვდომობის
გასაზრდელად კი 40-ზე მეტ
საგანმანათლებლო პროექტს
ვახორციელებთ და ვუჭერთ
მხარს. მათ შორის ერთ-ერთი
ამერიკის სავაჭრო
პალატისა და MAC Georgia-ს
ერთობლივი სასტიპენდიო
პროგრამაა. უკვე მეორე
წელია, პარტნიორებთან
ერთად სტუდენტებს სწავლის
ხარჯებს სრულად, ხოლო
საცხოვრებელ ხარჯებს
ნაწილობრივ ვუფინანსებთ.
ორი წლის განმავლობაში 61
სტიპენდიატი გამოვლინდა
და ვიმედოვნებთ,
მომავალში ეს რიცხვი კიდევ
უფრო მეტად გაიზრდება“, -
აღნიშნავს ანა ლომთაძე,
საქართველოს ბანკის
კორპორატიული სოციალური
პასუხისმგებლობის
მიმართულების
ხელმძღვანელი.ამერიკის
სავაჭრო პალატის შესახებ
ინფორმაციის მისაღებად
ეწვიეთ ვებგვერდს.MAC Georgia-ს
შესახებ დეტალური
ინფორმაციის მისაღებად
ეწვიეთ
ვებგვერდს.საქართველოს
ბანკის მიერ კორპორატიული
სოციალური
პასუხისმგებლობის
ფარგლებში
განხორციელებული
პროექტების შესახებ
დეტალური ინფორმაციის
მისაღებად შეგიძლიათ
ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge