
ამერიკელმა ვისკის მწარმოებლებმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში პროდუქტის ყველაზე დიდი მარაგი დააგროვეს – ახლა საწყობებში ორჯერ მეტი ვისკია, ვიდრე პანდემიამდე, – განაცხადა ღვინისა და სპირტიანი სასმელების ბაზრის ანალიტიკოსმა ჯონ მორამარკომ ინდუსტრიულ ვებინარის დროს, იტყობინება Wine-Searcher.
მისი თქმით, ბევრმა დისტილერიამ 2018-2019 წლებში ძლიერი ალკოჰოლის პოპულარობის ზრდა გადაჭარბებულად შეაფასა და მკვეთრად გაზარდა წარმოების მოცულობა.
დღეს მწარმოებლებს ათი წლის მარაგი აქვთ, მაშინ როცა პანდემიამდე ხუთი წლის მარაგი იყო. ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე გაცილებით უფრო დაძველებული და მაღალი ხარისხის ვისკი შეიძლება შევიდეს, მაშინაც კი, თუ მოთხოვნა არასტაბილური დარჩება.