78 წლის ასაკში ამერიკელი
კინორეჟისორი, საპატიო
„ოსკარის“ მფლობელი დევიდ
ლინჩი გარდაიცვალა.
ინფორმაციას „ბიბისი“
ავრცელებს.დევიდ ლინჩი
არის კანის
კინოფესტივალის „ოქროს
პალმისა“ (2001) და ვენეციის
კინოფესტივალის საპატიო
„ოქროს ლომის“ (2006)
გამარჯვებული. ის სამჯერ
იყო ნომინირებული
„ოსკარზე“. 2019 წელს დევიდ
ლინჩს მიენიჭა „ოსკარი“
კინემატოგრაფიაში
გამორჩეული
მიღწევებისთვის.მისი ბოლო
მნიშვნელოვანი პროექტი
იყო სერიალი „თვინ პიქსი:
დაბრუნება“.დევიდ ლინჩი 2017
წელს საქართველოშიც
იმყოფებოდა. ვიზიტი
დაკავშირებული იყო დევიდ
ლინჩის ფონდის კავკასიის
განყოფილების
საქმიანობასთან, რომელიც 2017
წლის 25 ივლისს თბილისში
ჩამოყალიბდა.