ამერიკელების დანახარჯები წლევანდელი ჰელოუინის ტკბილეულზე 3-5%-ით გაიზრდება – NCA–ს პროგნოზი

News.ge 2 თვის წინ 70
ამერიკელების დანახარჯები წლევანდელი ჰელოუინის ტკბილეულზე 3-5%-ით გაიზრდება – NCA–ს პროგნოზი

ამერიკელები 2024 წელს ჰელოუინის კანფეტებსა და შოკოლადზე 3-5%-ით მეტს დახარჯავს, ვიდრე გასულ წელს, პროგნოზირებს -ს კონდიტერების ეროვნული ასოციაცია (NCA). ამის შესახებ MarketWatch წერს.
2023 წელს ტკბილეულის მთლიანმა ხარჯებმა 31 ოქტომბრისთვის 6,4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ტრადიციულად, მათ ურიგებენ ბავშვებს, რომლებიც დღესასწაულის დროს კარებზე აკაკუნებენ და ტკბილეულს ითხოვენ.
წელს ამერიკელების 95%, რომლებიც აღნიშნავენ დღესასწაულს, გეგმავს ტკბილეულის შეძენას.
მთლიანობაში, შოკოლადი და ტკბილეული რჩება „წარმოუდგენლად პოპულარული“, საკონდიტრო ნაწარმის კატეგორიაში მთლიანმა გაყიდვებმა 2023 წელს 48 მილიარდ დოლარს მიაღწია, განუცხადა NCA-ს სპიკერმა კარლი შილდჰაუსმა MarketWatch-ს.
„ჩვენ ასევე ველით, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, კატეგორიის მთლიანი გაყიდვები პროგნოზების მიხედვით, 2028 წლისთვის 61 მილიარდ დოლარს მიაღწევს“, – თქვა მან.
სექტემბერში, საცალო ვაჭრობის ეროვნული ფედერაციის (NRF) ყოველწლიურმა გამოკითხვამ, აჩვენა რომ ჰელოუინზე ტკბილეულზე საშუალო დანახარჯი ერთ ადამიანზე იქნება 31,69 აშშ დოლარი.
interfax

სრულად წაიკითხეთ სტატია