ამბროლაურის
მუნიციპალიტეტში
მცხოვრები მრავალშვილიანი
ოჯახი, ახალ წელს ახალ
საცხოვრებელ სახლში
შეხვდება. გამყრელიძეების
მრავალშვილიანი ოჯახი, ამ
დრომდე სოფელ წესში მძიმე
საცხოვრებელ პირობებში
იმყოფება.მუნიციპალიტეტი
სოციალურ პროგრამას
ახორციელებს, რომლის
მიხედვითაც სოციალურად
დაუცველი, მძიმე
საცხოვრებელ პირობებში
მყოფიოჯახებისთვის
სახლების მშენებლობა
დაიწყო. პროგრამა მომავალ
წელსაც
გაგრძელდება.სახელმწიფო
რწმუნებული-პაპუნა
მარგველიძე, ამბროლაურის
მუნიციპალიტეტის
ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებთან ერთად,
სოფელ წესში, მერაბ
გამყრელიძის სახლის
სამშენებლო პროცესს
ადგილზე გაეცნო. პროექტის
ფარგლებში აშენდა
ერთსართულიანი
საცხოვრებელი სახლი, ამ
ეტაპზე მიმდინარეობს
სახლის გადახურვის
სამუშაოები. პროექტის
ღირებულება 50 000 ლარს
შეადგენს.