მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა გუტიმ “ოქროს ბურთის” შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამ ტიტულმა პრესტიჟი დაკარგა.
“პირადად ჩემთვის “ოქროს ბურთს” პრესტიჟი და მნიშვნელობა საერთოდ აღარ გააჩნია. უბრალოდ ამიხსენით რა კრიტერიუმით ირჩევა გამარჯვებული.
პირველად ვნახე რომ ეს ტიტული მოიგო ფეხბურთელმა, რომელიც პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ გუნდშიც კი ვერ მოხვდა. ეს ბევრ რამეს ამბობს.
მიუხედავად ამისა, ბედნიერი ვარ, რომ ტიტული როდრის გადაეცა, ვფიქრობ, ესპანელი ამ ჯილდოს გასულ სეზონში იმსახურებდა, როდესაც “მანჩესტერ სიტიმ” ყველა შესაძლო ტიტული მოიგო”, – განაცხადა გუტიმ El Chiringuito-სთან ინტერვიუში.