“ამ ტკივილის მოშუშება შეუძლებელია…”- თიკა ფაცაცია

Primetime.ge 3 დღის წინ 6
“ამ ტკივილის მოშუშება შეუძლებელია…”- თიკა ფაცაცია
 თიკა ფაცაციას დედა, მანანა ცხაკაია ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს თავისი ცხოვრების ტრაგიკულ ეპიზოდს, როდესაც მისი ვაჟი გარდაიცვალა:„იმ ზაფხულს ჩემი ვაჟი პიონერთა ბანაკისთვის გავიმეტე, როგორც მერე მითხრეს, ბანაკშიც გამორჩეული იყო, აქტიურობდა. არ ვიცი, იმ საშინელ დღეს რა მოხდა, ბავშვებმა ხელი ჰკრეს თუ წყალში თავად ჩავარდა… ჩემი შვილი წყალში დაიხრჩო… ამ ტკივილის მოშუშება შეუძლებელია. ასე მეგონა, მასთან ერთად სამყარომ არსებობა შეწყვიტა. მახსოვს, როგორ გამიკვირდა, ქუჩაში გოგონას სიცილი რომ გავიგონე.ეს ტრაგედია რომ მოხდა, თიკა 3 წლის იყო. ერთ დღეს საბავშვო ბაღში თიკას ზეიმზე დამიბარეს. თავს ძალა დავატანე და წავედი. სახლში თიკაც ძალიან მოწყენილი იყო. საბავშვო ბაღში კი სხვანაირი თიკა აღმოვაჩინე, ბავშვი მღეროდა, ცეკვავდა, ყველაფერში ლიდერობდა. მაშინ დავიწყე ფიქრი, თიკასთვის მეტი ყურადღება მიმექცია. მისი შესაძლებლობებით დავინტერესდი. გამახსენდა, რომ ჩემი გოგონას ბალერინობაზე ვოცნებობდი. ფაქტობრივად, თიკამ სიცოცხლე დამიბრუნა, ცხოვრებისკენ შემომაბრუნა…“
სრულად წაიკითხეთ სტატია