ხვალ, 30 მაისს, „ჯორჯიან
უოთერ ენდ ფაუერი“
სამგორის რაიონში, გაბრიელ
სალოსის ქუჩა N181-ის
მიმდებარედ
წყალმომარაგების
სტაბილურობისთვის
აუცილებელ ტექნიკურ
სამუშაოებს
ჩაატარებს.სამუშაოების
მიმდინარეობის პერიოდში
აუცილებელია მაგისტრალური
ქსელის წყლისგან დაცლა, რის
გამოც, ხვალ, 30 მაისს, ღამის
22:00 საათიდან 31 მაისის დღის
15:00 საათამდე
წყალმომარაგება
შეეზღუდება:სამგორის
რაიონში: მოსკოვის
გამზირსა და კვარტლების
ნაწილს, გარდაბნის
გზატკეცილს, წმ. ბარბარეს
და სამრეწველოს
დასახლებებს,
ლორთქიფანიძისა და
გაბრიელ სალოსის ქუჩების
ნაწილს, ბაბუციძის,
ოცხელის, ნაკადულის,
საფერავის, ჩხავერის,
ალექსანდროულის, ზემო
მეტალურგთა, დოდაშვილის,
ბოგდან ხმელნიცკის,
წულაძის, თეთრი წყაროს,
ჩოხელის, ნარგიზის,
ლერწმის, მანავის,
საექიმოს, აჰმედ ჯავადის,
მიკოლა ბაჟანის, არტურ
ლაისტის, მარჯორი
უორდროპის, ჰოსპიტლის,
რიჩარდ ჰოლბრუკის,
ჩკალოვისა და იუნკერთა
ქუჩებს; ქინძმარაულის
ქუჩას შესახვევებსა და
ჩიხებს.კრწანისის რაიონში:
რუსთავის გზატკეცილის
ნაწილს, შოთა ნადირაშვილის
ქუჩას, ნავთლუღის N10 და
გორგასლის ქუჩის
N50-52.„ჯორჯიან უოთერ ენდ
ფაუერი“ ბოდიშს უხდის
მომხმარებლებს
დისკომფორტისთვის.წყალმომარაგების
შეზღუდვისა და აღდგენის
შესახებ ინფორმაციას
„ჯორჯიან უოთერ ენდ
ფაუერი“ აბონენტებს
წინასწარ, SMS შეტყობინების
სახით უგზავნის. დეტალური
ინფორმაციის მოძიება
შესაძლებელია კომპანიის
ცხელი ხაზის - 2 93 11 11,
ფეისბუკისა და ვებგვერდის
მეშვეობით www.gwp.ge.