ჩვენ ყველამ კარგად ვიცით
და სამედიცინო სფეროც
აბსოლუტურად
შეთანხმებულია, რომ
მოწევის საწინააღმდეგო
კამპანია არის აუცილებელი
ადამიანების
ჯანმრთელობისთვის -
განაცხადა საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა
გურამ მაჭარაშვილმა,
სიგარეტზე აქციზის
გაზრდის შესახებ
საუბრისას.„არა მხოლოდ
მათთვის არის ცუდი, ვინც
ეწევა, არამედ მათი გარშემო
მყოფებისთვისაც. ამ
კამპანიის ნაწილი იყო
როდესაც ჩვენ მივიღეთ ეს
კანონი, თუმცა შემდგომ
მოხდა გარკვეული
რეგულაციების ცვლილება და
გამომდინარე აქედან ეს
ცვლილებებიც ამას
ემსახურება“, - აღნიშნა
გურამ
მაჭარაშვილმა.მმართველი
გუნდის გადაწყვეტილებით,
სიგარეტის შემთხვევაში
აქციზის, ხოლო სათამაშო
ბიზნესის შემთხვევაში,
მოგების გადასახადი
გაიზრდება.ცვლილებები
საგადასახადო კოდექსში
შევა. საპარლამენტო
უმრავლესობის
წარმომადგენელთა თქმით,
აიქოსის შემთხვევაში
აქციზი 15 თეთრით, ხოლო
სიგარეტზე 20 თეთრით
გაიზრდება. მმართველი
გუნდის განცხადებით,
მნიშვნელოვანია, რომ
თამაშების
ორგანიზატორებზე მოგების
გადასახადი იზრდება 5
პროცენტით.