ამ ვითარებას ტრამპის შვილმა დაარქვა სოროსისტულ-მარქსისტული მიდგომები, რომელსაც მალე მოეღება ბოლო - დავით ქართველიშვილი რუმინეთსა და გერმანიაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე

Primetime.ge 10 საათი წინ 6
ამ ვითარებას ტრამპის შვილმა დაარქვა სოროსისტულ-მარქსისტული მიდგომები, რომელსაც მალე მოეღება ბოლო - დავით ქართველიშვილი რუმინეთსა და გერმანიაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუმინეთსა და გერმანიაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის დონალდ ტრამპ უმცროსის შეფასებას ეთანხმება.მედიასთან საუბარში ექსპერტმა აღნიშნა, რომ ვითარება, რომელიც დღეს რუმინეთსა და გერმანიაშია ტრამპის შვილმა დაარქვა სოროსისტულ-მარქსისტული მიდგომები. მისივე თქმითვე, ევროკავშირში საქართველოს სიტუაციური მოკავშირეები ტრადიციონალისტები და კონსერვატორები არიან, რომელთა წინააღმდეგ გარკვეული ძალები ყველა ხერხს მიმართავენ.„ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში მიგრაციის საკითხებს დიდი ყურადღება მიექცევა. ეს საზოგადოების დაკვეთაა. წლების განმავლობაში ამ საკითხს ყურადღება არ ექცეოდა. დღეს კი დემოგრაფიული და სოციალური ვითარება საიმიგრაციო კრიზისის ფონზე კატასტროფულია ევროკავშირშიც, ბრიტანეთშიც და ამერიკაშიც. მიგრაციის საკითხი დონალდ ტრამპისა და მისი მოკავშირე, ესე ვთქვათ კონსერვატიული რეჟიმების მხრიდან, რომელიც მოიცავს ევროკავშირის უმრავლესობას, ყურადღების ცენტრში იქნება. ნელ-ნელა იქმნება უმრავლესობა.ევროკავშირში ჩვენი სიტუაციური მოკავშირეები არიან ტრადიციონალისტები და კონსერვატორები, რომელთა წინააღმდეგ გარკვეული ძალები ყველა ხერხს იყენებენ.გავიხსენოთ რუმინეთი, სადაც გარკვეულ ძალებს არ მოეწონათ არჩევნების შედეგები და გააუქმეს. რაც შეეხება გერმანიას - ექს კომისარმა, ფრანგმა, უკვე თქვა, რომ თუ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაიმარჯვებს, მაშინ არჩევნების შედეგებს იგივე ბედი ელის, რაც რუმინეთში. ამ ვითარებას ტრამპის შვილმა დაარქვა სოროსისტულ-მარქსისტული მიდგომები, რომელსაც მალე მოეღება ბოლო,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია