ამ გმირებს ჰქონდათ ოცნება ერთიან საქართველოზე და დარწმუნებული ვარ, ეს ოცნება აუცილებლად ახდება - ირაკლი კობახიძე სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით

Primetime.ge 2 თვის წინ 78
ამ გმირებს ჰქონდათ ოცნება ერთიან საქართველოზე და დარწმუნებული ვარ, ეს ოცნება აუცილებლად ახდება - ირაკლი კობახიძე სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს-პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გმირთა მოედანზე, ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.კობახიძის თქმით, ამ ადამიანებს ჰქონდათ ოცნება ერთიან საქართველოსთან დაკავშირებით და ის დარწმუნებულია, რომ მათ ეს ოცნება აუსრულდებათ."27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ დღეს პატის მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყანას, სამშობლოსა და ერთიანი საქართველოს იდეას. ამ გმირებს ჰქონდათ ოცნება - ეს იყო ოცნება ერთიან საქართველოზე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოცნება აუცილებლად ახდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა – სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემით დასრულდა. ომის შედეგად დაიღუპა 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე.
სრულად წაიკითხეთ სტატია