ეს არჩევნები სპეციფიკური
არჩევნები იყო, რომელსაც
ჩვენ პირობითად
რეფერენდუმი დავარქვით. ეს
იყო პირდაპირ არჩევანი
ომსა და მშვიდობას შორის,
ტრადიციულ ცხოვრებასა და
ლგბტ პროპაგანდას შორის, -
განაცხადა „ხალხის ძალის“
აღმასრულებელმა მდივანმა,
გურამ მაჭარაშვილმა.„ამის
შემდეგ, ჩვენ ვსაუბრობთ
ეკონომიკურ
განვითარებაზე,
ცივილიზებულ სამყაროში
ჩვენი ქვეყნის
მნიშვნელობის გაზრდაზე და
ბუნებრივია ეს სამთავრობო
პროგრამა, რომელიც მინიმუმ
4-წლიანი იქნება, სარგებელს
მოუტანს საქართველოს
საზოგადოებას“, - განაცხადა
მაჭარაშვილმა.მე-11
მოწვევის პარლამენტი 25
ნოემბერს შეიკრიბება.
მთავრობა პარლამენტს ახალ
შემადგენლობასა და
პროგრამას წარუდგენს.