ვისაც აქვს სურვილი
არჩევნებში მონაწილეობის,
მიიღოს, პირიქით, ჩვენი
მოწოდებაც ეს არის, 26
ოქტომბრის არჩევნები
პრინციპულია, ამიტომაც,
ჩვენი მოწოდებაა – "ქუდზე
კაცი", – ამის შესახებ
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარემ
განაცხადა.შალვა
პაპუაშვილს ჰკითხეს
ცესკო-ს დადგენილებაზე,
რომლის თანახმადაც,
არჩევნებში მონაწილეობას
შეძლებენ საზღვარგარეთ
მყოფი ამომრჩევლები,
რომელთა რეგისტრაციის
მისამართი ოკუპირებულ
ტერიტორიაზეა ან
გაურკვეველია."ამ
რეგულაციაში არაფერი
ახალი არ იყო, ეს
კანონმდებლობა ასე იყო სულ.
ვინაიდან საკითხი
წამოიჭრა, განიხილა ცესკო-მ
და კანონქვემდებარე აქტით
მოწესრიგდა ეს საკითხი. ასე
რომ, ვისაც აქვს სურვილი,
რომ მონაწილეობა მიიღოს
არჩევნებში, მიიღოს.
პირიქით, ჩვენი მოწოდებაც
ეს არის – ეს არჩევნები
პრინციპულია, ამიტომაც
ჩვენი მოწოდებაა – "ქუდზე
კაცი". ამაში ოპოზიცია ან
"ენჯეოები" ნუ
შეგვეჯიბრებიან. ჩვენი
მოწოდებაა, რომ ყველამ
მიიღოს მონაწილეობა
არჩევნებში, ვინაიდან, ამ
არჩევნებზე წყდება ერთი
რამ – ამ ქვეყანას ეყოლება
მთავრობა, რომელიც
იმოქმედებს საქართველოს
მოქალაქეების სახელით, თუ
მთავრობა, რომელიც ქვეყნის
გარედან შემოთვლილი
დავალებებით მიიღებს
გადაწყვეტილებებს", -
განაცხადა შალვა
პაპუაშვილმა.