„ამ ადამიანების ბედს
ყველანი განვიცდით", - ამის
შესახებ კულტურის
მინისტრმა "ღამის კურიერში"
საუბრის დროს განაცხადა,
რითაც მსახიობ ანდრო
ჭიჭინაძის სასამართლო
პროცესს
გამოეხმაურა.თინათინ
რუხაძის თქმით, აღნიშნულ
საქმესთან დაკავშირებით
კონკრეტულ პირებთან
იყვნენ კომუნიკაციაზე და
ყველას მხარში ედგა, როგორც
შეეძლო.„პოლიტიკოსებიც,
მინისტრებიც, ადამიანები
ვართ და პირველ რიგში ეს არ
უნდა დავკარგოთ. ამ
ადამიანების ბედს ყველანი
განვიცდით.არ ვიცნობ,
მაგრამ კომუნიკაციაზე იყო
სამინისტრო,
რასაკვირველია, იყო
მმართველის გუნდი, ჩვენი
გუნდის ლიდერებმაც
გააკეთეს განცხადებები ამ
თემაზე და სულ ველოდებოდი,
რომ ჩვენი გუნდიდან
გადადგმულ ნაბიჯზე
იქნებოდა ადეკვატური
რეაგირება და მე ახლა ამაში
ვერაფრით ვერ შევალ.
პროცესი უკვე დაწყებულია,
სასამართლოში
მიმდინარეობს და ისევე,
როგორც სხვა ადამიანები,
მეც ვუყურებ ამ პროცესს ამ
პრინციპით - ვნახოთ როგორ
განვითარდება.რასაკვირველია,
ამ პერიოდში იყო რამდენიმე
შემთხვევა, ვიყავით
კომუნიკაციაში
მაქსიმალურად ჩართულები,
რომ გაგვერკვია რა და როგორ
იყო და სადაც შესაძლებლობა
იყო, მაქსიმალურად კანონის
დაცვით. ადამიანურად
ყველას მხარში ვედექით
როგორც შეგვეძლო", -
განაცხადა თინათინ
რუხაძემ.