რაც მალე მოხდება
თვითლუსტრაცია, ამით კიდევ
უფრო მეტად გაუადვილდება
ქართველ ხალხს 26 ოქტომბერს
გადაწყვეტილების მიღება,
რომელიც ვფიქრობ რომ
ისედაც მარტივია, რადგან
არჩევანი კეთდება შავსა და
თეთრს შორის, - განაცხადა
ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ, ალუდა
ღუდუშაურმა გიორგი
გახარიას მიერ
პრეზიდენტის „ქართულ
ქარტიაზე“ ხელის მოწერის
შეფასებისას, გადაცემაში
„დღის ქრონიკა“.„ოპოზიცია
თვითლუსტრაციას
ბუნებრივია გააგრძელებს
და ეს არათანმიმდევრულობა,
რომელიც არაერთხელ
მოგვისმენია და გვინახავს
მათი ე.წ. ლიდერის მხრიდან,
მე ვფიქრობ რომ ისედაც
დაზიანებულ რეიტინგს უფრო
დაიზიანებენ.საზოგადოებისთვის
26 ოქტომბერს უფრო მეტად
მარტივი და ნათელი გახდება,
როგორ არ უნდა დაუჭიროს მათ
მხარი. დარწმუნებული ვარ
ბატონი გახარიას ამ
ქმედების შემდეგ
ამომრჩეველი კიდევ ერთხელ
დაფიქრდება, რომ არ ღირს
მათი მხარდაჭერა და
ერთადერთ სწორ
გადაწყვეტილებას მიიღებს“
- აღნიშნა
ღუდუშაურმა.გიორგი
გახარიამ პარტია
„საქართველოსთვის“
სახელით ხელი მოაწერა
პრეზიდენტის „ქართულ
ქარტიას“, რომელსაც
რამდენიმე დღის წინ
გადაცემაში „რეაქცია“
აქტიურად აკრიტიკებდა.