ძალიან მნიშვნელოვანია,
სწორი კვება. ჩვენს სხეულში
ვერაფერი გამოიწვევს
ონკოლოგიას, თუ ჩვენვე არ
მივუშვით სხეულამდე. ჩვენი
ონკოლოგიური დაავადების
მიზეზი, ხშირად, თავად ვართ,
- ამის შესახებ გიორგი
ღოღობერიძემ ისაუბრა და
დაასახელა ის პროდუქტი,
რომლის მიღებაც
კატეგორიულად
მიუღებელია.ერთ-ერთი არის
ალკოჰოლი.„საქართველოში
ალკოჰოლი ძალიან
პოპულარულია. ეს ძალიან
ბევრს არ მოეწონება - 1 ჭიქაც
კი არ არის სასურველი.
ღვინის ფერს მნიშვნელობა
არ აქვს - ალკოჰოლი
მაქსიმალურად შეამცირეთ
და მიიღეთ მაშინ, როცა ამის
სერიოზული მიზეზი
არსებობს.ალკოჰოლის
მიღება 4 სიმსივნის რისკის
გამომწვევი შეიძლება იყოს:
ქალების შემთხვევაში -
სარძევე ჯირკვლების,
შეიძლება იყოს ხახის,
საყლაპავის და ღვიძლისა. ეს
4 განსაკუთრებით
გავრცელებულია ალკოჰოლის
მიღების შემთხვევაში“, -
განმარტა ექიმმა.