ალის ვაიდელი: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ნაცისტების პარტია არ არის

Primetime.ge 5 საათი წინ 3
ალის ვაიდელი: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ნაცისტების პარტია არ არის
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ნაცისტების პარტია არ არის. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ალის ვაიდელმა ილონ მასკისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ალერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა მწვავედ გააკრიტიკა ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი, რომელსაც ქვეყნისთვის დამღუპველი საემიგრაციო და ენერგეტიკული პოლიტიკის გატარებაში დასდო ბრალი. მან ასევე გააკრიტიკა მოქმედი მთავრობა, რომელიც უკრაინაში ომის გამო შექმნილი ენერგოდეფიციტის ფონზე ბირთვული ენერგეტიკის გამოყენებაზე უარს ამბობს.უკრაინაზე საუბრისას გერმანელი ულტრამემარჯვენეების ლიდერმა განაცხადა, რომ ევროპას უკრაინაში მშვიდობის დამყარება არ შეუძლია და იმედი გამოთქვა, რომ ომის დასრულებას დონალდ ტრამპი შეძლებს.თავის მხრივ, ილონ მასკმა ალის ვაიდელს გონიერი ადამიანი უწოდა და გერმანიის მოსახლეობას მისი პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
სრულად წაიკითხეთ სტატია