თითოეულ სკოლაში, სადაც
დღეს მისვლის საშუალებაა,
ვნახულობთ , რა დააზიანა
სტიქიამ, - განაცხადა
დიდთოვლობით შექმნილ
ვითარებაზე საუბრისას
განათლების მინისტრმა
ალექსანდრე
წულაძემ.მინისტრი
იმედოვნებს, რომ სკოლებში,
სადაც დიდთოვლობის გამო
სასწავლო პროცესი
შეჩერებული იყო, სწავლა 4
მარტს
განახლდება.„ვაგრძელებთ
აქტიურად სასკოლო
ინფრასტრუქტურის
მონიტორინგს. სადაც დღეს
მისვლის საშუალებაა,
ვნახულობთ თითოეულ
სკოლაში, რა დააზიანა
სტიქიამ.
რესურსცენტრებთან და
სკოლებთან მჭიდრო
ჩართულობით გარკვეული
კრიტერიუმების მიხედვით
ვახორციელებთ შემოწმებას.
იმედი გვაქვს, რომ 4 მარტს
სასწავლო პროცესი აღდგება
და იმ დროისთვის ყველა
სკოლა იქნება მზად
უსაფრთხო გარემოში
სასწავლო პროცესის
გაგრძელებისთვის”, -
განაცხადა
მინისტრმა.ალექსანდრე
წულაძის განცხადებით,
სასწავლო პროცესი 700-მდე
სკოლაში იყო შეწყვეტილი და
სწავლა მხოლოდ სკოლების
შესაბამისი მონიტორინგის
შემდეგ განახლდება.