ბელარუსში არის რამდენიმე
ათეული ბირთვული ქობინი, –
ამის შესახებ ბელარუსის
პრეზიდენტმა, ალექსანდრ
ლუკაშენკომ
განაცხადა.ლუკაშნეკოს
თქმით, „ვინც ამბობს, რომ ეს
ხუმრობაა, გამოდის,
გამოტოვეს, როგორ შეიტანა
ბელარუსმა ბირთვული
შეიარაღება საკუთარ
ტერიტორიაზე“.ბელარუსის
პრეზიდენტის თქმით, მან
მტრები და
მოწინააღმდეგეები
გააფრთხილა, რომ
სახელმწიფო საზღვრის
ნებისმიერ დარღვევას
დაუყოვნებლივ მოჰყვება
რეაგირება.„ჩვენ ამაზე
რუსებთან შევთანხმდით
იქამდე, ვიდრე ისინი ატომურ
იარაღს დაგვიბრუნებდნენ.
ჯერ არ არის ის იარაღი, რაც
მათ მივეცით. იქ იყო
სტრატეგიული იარაღი და ეს
არის ტაქტიკური ბირთვული
იარაღი, თუმცა ალბათ ხუთჯერ
უფრო ძლიერი, ვიდრე ეს
„ორეშნიკი“, – განაცხადა
ალექსანდრ ლუკაშნეკომ.