პროკურატურამ სასამართლოს
"ძლიერი საქართველოს"
ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო
ელისაშვილისთვის აღკვეთის
ღონისძიების სახის
შეცვლის მოთხოვნით
მიმართა. ინფორმაცია
"კურიერს" პროკურატურაში
დაუდასტურეს.არსებული
ცნობით, პროკურატურა
ელისაშვილთან მიმართებაში
პატიმრობის ნაცვლად
გირაოს გამოყენებას
ითხოვს. პროცესი დღეს 14:00
საათზე
გაიმართება.პროკურატურამ
იგივე მოთხოვნით მიმართა
სასამართლოს აქციებზე
დაკავებულ ერთ-ერთ
არასრულწლოვანთან
დაკავშირებითაც.