საქართველოს პროკურატურამ
პოლიტიკური ნიშნით დევნის
ფაქტზე ერთ პირს ბრალდება
წარუდგინა. ამის შეასხებ
ინფორმაციას გენერალური
პროკურატურა
ავრცელებს.უწყების ცნობით,
შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ
ჩატარებული გამოძიებით
დადგინდა, რომ 2 დეკემბერს,
თბილისში, კოსტავას ქუჩის
მიმდებარე ტერიტორიაზე,
ა.ე.-მ აზერბაიჯანელთა
ეროვნული კონგრესის
თავმჯდომარეს და პარტია
„ქართული ოცნება
დემოკრატიული
საქართველოს“ ერთ-ერთ
დამფუძნებელს პოლიტიკური
ნიშნით სიტყვიერი და
ფიზიკური შეურაცხყოფა
მიაყენა.სამართალდამცველებმა
ბრალდებული 4 დეკემბერს
დააკავეს. მას ბრალდება
საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 156-ე
მუხლის მე-2 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით (ადამიანის
დევნა პოლიტიკურ
მოღვაწეობასთან
დაკავშირებით, ჩადენილი
ძალადობით) წარედგინა, რაც
სასჯელის სახედ და ზომად
სამ წლამდე თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.