ცოტა ხნის წინ, ალეკო
ელისაშვილი დუშეთის
წინასწარი დაკავების
იზოლატორიდან კლინიკაში
გადაიყვანეს, სადაც მას
გამოკვლევები
ჩაუტარდება.ადვოკატის
ცნობით, ელისაშვილს
დაკავების შედეგად
დაზიანებები აღენიშნება.
მსგავსი ინფორმაცია
გაავრცელა დღეს სახალხო
დამცველმაც. ალეკო
ელისაშვილი 4 დეკემბერს
დააკავეს.შინაგან საქმეთა
სამინისტროს ცნობით,
ჩატარებული გამოძიებით
დადგინდა, რომ 2 დეკემბერს,
თბილისში, კოსტავას ქუჩის
მიმდებარე ტერიტორიაზე,
ა.ე.-მ აზერბაიჯანელთა
ეროვნული კონგრესის
თავმჯდომარეს და პარტია
„ქართული ოცნება
დემოკრატიული
საქართველოს“ ერთ-ერთ
დამფუძნებელს პოლიტიკური
ნიშნით სიტყვიერი და
ფიზიკური შეურაცხყოფა
მიაყენა.ალეკო ელისაშვილს
ბრალდება საქართველოს
სისხლის სამართლის
კოდექსის 156-ე მუხლის მე-2
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
(ადამიანის დევნა
პოლიტიკურ მოღვაწეობასთან
დაკავშირებით, ჩადენილი
ძალადობით) წარედგინა, რაც
სასჯელის სახედ და ზომად
სამ წლამდე თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.