ალბანეთი – ჩეხეთი 0:0 – “ჯვაროსნებს” ოლომოუცში გამარჯვება სჭირდებათ [VIDEO]

News.ge 1 თვე წინ 17
ალბანეთი – ჩეხეთი 0:0 – “ჯვაროსნებს” ოლომოუცში გამარჯვება სჭირდებათ [VIDEO]

ერთა ლიგის B1 ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, მეხუთე ტურში ალბანეთი და ჩეხეთი დაზავდნენ – 0:0.
პირველ ტაიმში სტუმრები დომინირებდნენ, ორჯერ გაარტყეს ბურთი ხარიხას, მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა, სანახაობრივი ვერ იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და მატჩი უგოლოდ დასრულდა.
ჯგუფში 8 ქულით ლიდერი ჩეხეთია, საქართველო 7 ქულით მეორე ადგილზეა, ამდენივე ქულით და უარესი დამატებითი მაჩვენებლით მესამე პოზიციაზე ალბანეთია, კი 5 ქულით აუტსაიდერია.
ბოლო ტური 19 ნოემბერს გაიმართება – ჩეხეთი საქართველოს, ალბანეთი კი უკრაინას მიიღებს.
„ჯვაროსნებთან“ ჩეხებს დისკვალიფიკაციის გამო ნახევარმცველი
ტომაშ სოუჩეკი და თავდამსხმელი ტომაშ ხორი ვერ დაეხმარებიან. საქართველოს ნაკრები პირველ ადგილს მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში დაიკავებს.
ალბანეთი – ჩეხეთი 0:0
ფრე უკრაინასთან- საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით ლიდერია და პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს [VIDEO]
3 ძირითადის მცველი ისედაც აკლდათ, ეხლა ეს ორიც გამოაკლდათ, კარგი შანსი გვაქ მოგების, თან ჩეხებიც ვერ ითამაშებენ ფრეზე, არავინ იცის იქით ალბანეთი რას იზამს, უნდა მოუგოთ ჩეხებს, თუ სანიოლმა არ მოიგონა რამე ახალი
შიკზე დაწერეთ ინფორმაცია. რატომ არ იყო?? ეგეც თუ არ იქნება ჩვენთან თამამად ვიტყვი რომ შანსები თანაბარია! გამარჯვებით უნდა დავასრულოთ ბიჭებო ლიგა და ზოგადად ეს გიჟური წელი!

სრულად წაიკითხეთ სტატია