
“საქსტატის” ანგარიშის თანახმად, რომელშიც საქართველოს აკვაკულტურის მეურნეობების მდგომარეობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციაა თავმოყრილი, 2024 წელს ქვეყანაში აკვაკულტურის 90%-იანი წილი ოჯახურ მეურნეობებზე მოდიოდა, 10% კი საწარმოებზე. აღნიშნული 90/10-ზე თანაფარდობა ქვეყანაში სულ მცირე 2019 წლიდან უცვლელია.
2024 წელს ქვეყანაში თევზის წარმოების 64% სწორედ საოჯახო მეურნეობებზე მოდიოდა, 36% კი – საწარმოებზე.
სტატისტიკის თანახმად, აკვაკულტურის ყველაზე მეტი მეურნეობა – მათი 21.6% – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშია რეგისტრირებული. მეორე ადგილზეა კახეთი 20.6%-ით, მესამეზე კი – შიდა ქართლი – მეურნეობების 18.4%-ით. ამასთან, მეურნეობათა ყველაზე მცირე ნაწილი, მათი 1.2% რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონშია რეგისტრირებული, თბილისში კი არც ერთი მეურნეობა არ ფიქსირდება.
აკვაკულტურის მეურნეობების მიერ აკვაკულტურისათვის გაწეული მიმდინარე
ხარჯების განაწილება აჩვენებს, რომ ხარჯების ძირითადი ნაწილი, 54.6% – თევზის საკვებზე მოდის, სხვა კომპონენტებზე კი ასე ნაწილდება: