აი ფაქტი: “ქეიფს ვიწყებთ დილიდან” – რას ყიდულობენ რესტორნებიდან ბიუჯეტის ფულით

News.ge 8 საათი წინ 4
აი ფაქტი: “ქეიფს ვიწყებთ დილიდან” – რას ყიდულობენ რესტორნებიდან ბიუჯეტის ფულით

ხალხი გურიასა და იმერეთში საკვების გარეშეა დარჩენილი – უწამლოდ, უშუქოდ, უწყლოდ, უგზოდ და უგაზოდ. მოხალისეებს თოვლში ჩარჩენილ ადამიანებამდე საკვები საკუთარი ძალებით მიაქვთ, რომ მოხუცები და ბავშვები შიმშილით მაინც არ დაიხოცონ.

ამ ფონზე, სამთავრობო უწყებებს არ შეუწყვეტიათ სარესტორნო მომსახურების შესყიდვა. 20 თებერვლიდან 27 თებერვლამდე 14 000 ლარის ხელშეკრულებები გაფორმდა.

მაგალითად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს 22-25 თებერვალს ესპანეთიდან და იტალიიდან სტუმრად ჰყავდა ჩამოყვანილი 4 კონტენტ კრეატორი. მათი საქართველოში ყოფნა 7 665 ლარი დაჯდა. აქედან 3 000 ლარი მხოლოდ კვებაზე დაიხარჯა. საინტერესოა, მაღალმთიანი აჭარის მიუვალი სოფლები და უსაშველოდ დარჩენილი მოსახლეობაც თუ იხილეს კრეატორებმა.

მერე დავითვალეთ, რამდენს ხარჯავს ს შემდეგ, ხელისუფლებაში არალეგიტიმურად მყოფი ხალხი ბიუჯეტიდან სარესტორნო მომსახურებაზე. გავაანალიზეთ 510 შესყიდვა, რომელიც გაფორმდა რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურებისა და სასმელების მიტანისთვის.

1 ნოემბრიდან 27 თებერვლამდე იმ ორგანიზაციებმა, რომელიც ბიუჯეტის ფულით ფინანსდებიან, რესტორნების მომსახურებისთვის გააფორმეს 1 327 250 ლარის შესყიდვა.ზოგიერთ ხელშეკრულებას ვადა მაისის ბოლომდე აქვს, ზოგს – აპრილამდე. ამ ოთხ თვეში კი უკვე დახარჯულია 1 044 173 ლარი. 

დეტალურად, ყველა შესყიდვა შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე

ახლა, გაგიზიარებთ რამდენიმე მაგალითს, თუ რისთვის იხარჯება რესტორნებში ფული. 

საჩხერის მერიამ 9 ნოემბერს აღნიშნა “საჩხერლობა 2024” და მოწვეული სტუმრებისთვის გაშალა 18 000-ლარიანი სუფრა.

ვრცლად აი ფაქტი

სრულად წაიკითხეთ სტატია