აი ფაქტი: „სკამერების“ დაბრუნება: A.K. Group-ის აგენტები თაღლითობას აგრძელებენ

News.ge 3 საათი წინ 2
აი ფაქტი: „სკამერების“ დაბრუნება: A.K. Group-ის აგენტები თაღლითობას აგრძელებენ

ავტორები: OCCRP, “აი, ფაქტი”, GMC და “სტუდია მონიტორი”

თვე-ნახევრის წინ ქოლ-ცენტრის ქართული “იმპერია” რომ გამოვააშკარავეთ, ალბათ, გეგონათ, რომ ეს მათ თაღლითობას წერტილს დაუსვამდა. თუმცა, სხვაგვარად მოხდა.

ჟურნალისტური გამოძიების ამ გაგრძელებით გიყვებით:

  • რამდენმა აგენტმა გააგრძელა თაღლითობა;
  • ვინ არის A.K. Group-ის ფინანსური მენეჯერი, რომელიც “Ashley Moriarty”-ის სახელსაა ამოფარებული;
  • რომელ პროგრამას იყენებს A.K. Group-ი მსხვერპლებთან დასარეკად;
  • რა უჯდება ქართულ ქოლ-ცენტრს თაღლითური ონლაინ ზარები

პროცესები ასე განვითარდა: ჩვენი გამოძიების ნიადაგზე, A.K. Group-ის თანამშრომლები თანდათანობით მიიმალნენ – ოფისი დატოვეს, სოციალური მედიის ანგარიშები გააუქმეს და წაშალეს ყველა პოსტი, რომელიც მათ მდიდრულ ცხოვრებას ასახავდა.

საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში საქართველოს პროკურატურამ A.K. Group-ის წინააღმდეგ საქმე აღძრა თაღლითობისა და ფულის გათეთრების მუხლით; დააყადაღეს ხუთზე მეტი აგენტის და მათი “ბოსის”, აკაკი ქევხიშვილის უძრავ-მოძრავი ქონება.

ამ სადამსჯელო ღონისძიებებმა “სკამერები” ვერ შეაჩერა და თაღლითურ საქმიანობას მალევე მიუბრუნდნენ. ამას ადასტურე

 

დოკუმენტების მიხედვით, ქართული ქოლ-ცენტრის 14 აგენტი მარტის ბოლოსაც აქტიურები იყვნენ Voice-over-IP (VoIP)-ის პლატფორმაზე და ზარებისთვის იყენებდნენ მის ერთ-ერთ პროგრამა Squaretalk-ს. ამ გზით, სულ მცირე, 184-ჯერ დარეკეს.

VoIP ტექნოლოგიით, თაღლითებს შეუძლიათ დიდი რაოდენობის ზარების განხორციელება ისე, რომ არ ჩანდეს კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან რეკავენ.

მტკიცებულება, რომელიც OCCRP-იმ და მისმა პარტნიორმა მოიპოვა, 25 მარტით თარიღდება. ეს ნიშნავს, რომ თაღლითებმა საქმიანობა მათი მხილებიდან რამდენიმე კვირაში უპრობლემოდ განაახლეს.

ის, რომ A.K.Group-ის თაღლითები მსხვერპლებს Squaretalk-ით უკავშირდებოდნენ, სხვა მტკიცებულებებითაც დასტურდება. გამოჟონილ ინფორმაციაში ვიპოვეთ ამ სისტემაში შესასვლელად საჭირო მონაცემებიც. გარდა ამისა, A.K.Group-ის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში შეყვანილია 2023 წლის აგვისტოდან 2025 წლის მარტის პერიოდში Squaretalk-ისთვის გადახდილი თანხის ოდენობაც – მინიმუმ, 150 000 დოლარი.

აი ფაქტი – ვრცლად

სრულად წაიკითხეთ სტატია