აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად ბავშვების დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს

Primetime.ge 10 საათი წინ 5
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად ბავშვების დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული გალის რაიონში ხანძრის შედეგად ბავშვების დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკული ხანძრის გამო, რომელმაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა საქართველოს რეგიონ აფხაზეთის გალის რაიონში. ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ ამ დამღუპველი მოვლენის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და მეგობარ საქართველოს“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ხანძრის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ.
სრულად წაიკითხეთ სტატია