აზერბაიჯანის მილი
მეჯლისის დეპუტატი
მეზაჰირ ეფენდიევი,
აზერბაიჯანში,
საქართველოს პრემიერის
ვიზიტს აფასებს, სტატიას
ადგილობრივი მედია
აქვეყნებს.აზერბაიჯან-საქართველოს
სტრატეგიული
პარტნიორობადღეს,
რეგიონული განვითარების
და სტაბილურობის
კონტექსტში, აზერბაიჯანი
სამხრეთ კავკასიის
რეგიონში მნიშვნელოვანი
სტრატეგიული პარტნიორია
საქართველოსთვის.
განსაკუთრებული როლი ამ
ურთიერთობებში შეიძინა
აზერბაიჯანსა და სომხეთს
შორის 30 წლის განმავლობაში
მიმდინარე კონფლიქტის
ფონზე, რაც მნიშვნელოვნად
ზრდის საქართველოს
გეოპოლიტიკურ
მნიშვნელობას.ისტორიულად,
აზერბაიჯანსა და
საქართველოს შორის
დინამიკური და
მშვიდობიანი ურთიერთობა
განვითარდა, რომელიც
მოიცავს მრავალ სფეროს:
უსაფრთხოება, თავდაცვა,
ეკონომიკა, ვაჭრობა,
ენერგეტიკა, ლოგისტიკა,
ტურიზმი, კულტურა და
ჰუმანიტარული
თანამშრომლობა. ეს
ურთიერთობები ეფუძნება
ურთიერთპატივისცემასა და
თანასწორობის
პრინციპებს.ისტორიული
კავშირების
გაძლიერებააზერბაიჯანის
მილი მეჯლისის დეპუტატი,
მეზაჰირ ეფენდიევი
აღნიშნავს, რომ
საქართველოსა და
აზერბაიჯანის მეგობრობის
ფესვები ღრმა ისტორიაში
იღებს სათავეს. ეს ორი ერი
ისტორიულად დაკავშირებული
იყო საერთო ბედითა და
რეგიონში მშვიდობისა და
უსაფრთხოების
უზრუნველყოფის საერთო
სურვილით.1991 წელს
აზერბაიჯანის
დამოუკიდებლობის აღდგენის
შემდეგ, მთავარი მიზანი
გახდა მეზობელ ქვეყნებთან
მაღალი დონის
თანამშრომლობის
ჩამოყალიბება და რეგიონში
უსაფრთხოების
უზრუნველყოფა. ჰეიდარ
ალიევისა და ედუარდ
შევარდნაძის პარტნიორობა
მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო
აზერბაიჯანსა და
საქართველოს შორის
კეთილმეზობლური
ურთიერთობების
განვითარებაში.სტრატეგიული
თანამშრომლობა1996 წელს ხელი
მოეწერა "აზერბაიჯანის
რესპუბლიკასა და
საქართველოს შორის
მეგობრობის,
თანამშრომლობის და
უსაფრთხოების გაძლიერების
შესახებ შეთანხმებას". მას
შემდეგ ქვეყნებს შორის 125-ზე
მეტი მნიშვნელოვანი
დოკუმენტი
დაიდო.აზერბაიჯანმა
საქართველოს ეკონომიკაში
3.6 მილიარდი დოლარის
ინვესტიცია განახორციელა,
რაც ორი ქვეყნის
ეკონომიკურ წარმატებასა
და რეგიონში სტაბილურობას
უწყობს ხელს.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის
ნავთობსადენი და
ბაქო-თბილისი-ყარსის
სარკინიგზო გზა რეგიონული
ეკონომიკური
თანამშრომლობის
მაგალითია.საერთაშორისო
თანამშრომლობა და
მომავალიაზერბაიჯანსა და
საქართველოს შორის
პარტნიორობა არ
შემოიფარგლება მხოლოდ
ორმხრივი ურთიერთობებით.
ქვეყნები ასევე
თანამშრომლობენ
საერთაშორისო
ორგანიზაციების
ფარგლებში, რაც ხელს უწყობს
რეგიონში უსაფრთხოების,
ეკონომიკისა და
ინოვაციების
განვითარებას."30 წლიანი
ომის შემდეგ აზერბაიჯანმა
რეგიონში მშვიდობის
დამყარებისკენ გადადგა
ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანი
შესაძლებლობაა სამხრეთ
კავკასიის სხვა
ქვეყნებისთვისაც. ახალი
პოლიტიკურ რეალობაში
საქართველო და
აზერბაიჯანი ერთად
შეძლებენ რეგიონში
მშვიდობისა და
სტაბილურობის
განმტკიცებას", - აღნიშნა
დეპუტატმა მეზაჰირ
ეფენდიევმა.აზერბაიჯანსა
და საქართველოს შორის
მჭიდრო თანამშრომლობა
მაგალითია რეგიონისთვის,
რომელიც არა მხოლოდ ორი
ქვეყნის, არამედ მთელი
სამხრეთ კავკასიის
ეკონომიკურ და პოლიტიკურ
გაძლიერებას უწყობს ხელს.