მომავალი წლიდან
საქალაქთაშორისო
რეგულარული
მგზავრთგადაყვანა M3
კატეგორიის
ავტოსატრანსპორტო
საშუალებებით
განხორციელდება.ახალი
რეგულაციის მიხედვით,
რომელიც 2025 წლის 1-ლი
ივნისიდან შევა ძალაში,
მიკროავტობუსებით
მგზავრების გადაყვანა
იკრძალება თბილისში,
ქუთაისში, ბათუმში,
ზუგდიდსა და თელავში.
შესაბამისად, ეს იმას
ნიშნავს, რომ აღნიშნული
ქალაქების მიმართულებით
მიკროავტობუსებით
მგზავრების გადაყვანა
ვეღარ მოხდება.როგორც
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების
სამინისტროში აცხადებენ,
რომ ცვლილება შეეხება 150
კმ-ზე მეტი მანძილით
დაშორებულ საქართველოში
მდებარე დასახლებებში
საქალაქთაშორისო
მგზავრთგადაყვანას. „საქართველოში
საქალაქთაშორისო
სამგზავრო გადაყვანის
რეფორმის ფარგლებში, 2025
წლის 1 ივნისიდან, ძალაში
შედის ვალდებულება,
რომელიც გულისხმობს
თბილისს, ქუთაისს, ბათუმს,
ზუგდიდს, თელავს და ასევე, 150
კილომეტრზე მეტი მანძილით
დაშორებულ საქართველოში
მდებარე შესაბამის
დასახლებებს (ქალაქი,
სოფელი, დაბა) შორის,
რეგულარული სამგზავრო
გადაყვანის
განხორციელებას M3
კატეგორიის
ავტოსატრანსპორტო
საშუალებით“, - აცხადებენ
ეკონომიკის
სამინისტროში.წყარო:
„ბიზნესპრესნიუსი“