ავსტრიაში ფრინველის გრიპის გავრცელების გამო 18 ათასი ცხოველი დახოცეს

News.ge 1 თვე წინ 60
ავსტრიაში ფრინველის გრიპის გავრცელების გამო 18 ათასი ცხოველი დახოცეს

ავსტრიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრიაში ფრინველის გრიპია გავრცელებული.
გრიპის შემთხვევები ამშტეტენის რაიონში ერთი კვირის წინ გამოვლინდა, რის გამოც 18,000 ფრინველი და პირუტყვი დახოცეს. ზემო და ქვემო ავსტრიაში ფრინველის გრიპის შემთხვევები დადასტურდა ოთხ სხვადასხვა ფერმაში, სადაც დაახლოებით 200 000 ცხოველი ბინადრობს.
ამ ტერიტორიის ირგვლივ, სამი კილომეტრის რადიუსში, დამცავი ზონა მოეწყო. ვეტერინარები 78 ფერმას შეამოწმებენ. დამატებითი სამეთვალყურეო ზონა 10 კილომეტრის რადიუსში შეიქმნა.
„ქვემო ავსტრიაში უკვე მივიღეთ პრევენციის ზომები. ოთხი უბანი რისკის უბნად გამოვყავით. ამ ზონებში მოსახლეობას შინაური ცხოველის გარეთ გამოშვება არ შეუძლია. ვიცი, რომ მსგავს რეგულაციებს ფედერალური სამინისტრო უკვე განიხილავს, რათა შეზღუდვები სხვა პროვინციებშიც დაწესდეს”, – განაცხადა კრემსის მუნიციპალური მრჩეველმა, სუზან როზენკრანცმა.
ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ საიდან გავრცელდა ფრინველის გრიპი ავსტრიაში.
პირველი შემთხვევები გარეულ და შინაურ ფრინველებში სექტემბერში გამოვლინდა, როცა ქვემო ავსტრიის რამდენიმე რაიონს წყალდიდობა დაატყდა თავს. ფრინველის გრიპი გადამდები ვირუსული დაავადებაა, რომლის შემთხვევები შინაურ, წყლის გარეულ ფრინველებსა და ცხოველებში ვლინდება.
ვირუსი ხშირ შემთხვევაში სიკვდილსაც კი იწვევს. ჯერჯერობით ადამიანებზე მარტივად არ ვრცელდება ვირუსი. ძირითადად ინფიცირდება ის, ვისაც დაბინძურებულ გარემოში დაავადებულ ცხოველთან უწევს შეხება.
წყარო: ევრონიუს ჯორჯია

სრულად წაიკითხეთ სტატია