საქართველოს ტურიზმის
ეროვნულმა ადმინისტრაციამ
ავსტრალიაში, სიდნეიში,
სამოგზაურო მედია
კონფერენციაში IMM Australia 2025
International Media Marketplace მიიღო
მონაწილეობა. ინფორმაციას
ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია
ავრცელებს.გლობალური
მედია კონფერენციის
ფარგლებში, ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის
წარმომადგენლები National
Geographic-ის, BBC-ის, CNN-ის,Conde Nast Traveler-ის,
Lonely Planet-ის, The Independent-ისა და სხვა
გავლენიანი
მედიასაშუალებების
ჟურნალისტებს,
რედაქტორებსა და
ბლოგერებს შეხვდნენ.
უცხოური მედიის
წარმომადგენლები გაეცნენ
საქართველოს ტურისტულ
პროდუქტებს, ზაფხულისა და
ზამთრის კურორტებს,
სათავგადასავლო ტურისტულ
მიმართულებას.
საქართველოს ცნობადობის
გაზრდისა და ტურისტული
ნაკადების მოზიდვის
მიზნით, ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია,უცხოელი
ჟურნალისტებისთვის,
ინფლუენსერებისა და
ბლოგერებისთვის
მედიატურებს
გამართავს.მედია
კონფერენციაში International Media
Marketplace, 200-ზე მეტი
მედიასაშუალება და 155
ბრენდი კომპანია
მონაწილეობდა.
კონფერენციის ერთ-ერთი
მთავარი მიზანია ბეჭდურ და
ციფრულმედია ინდუსტრიაში
მოღვაწე პირების
გაერთიანება, ტურიზმის
სფეროში მომუშავე
სხვადასხვა ქვეყნის
ჟურნალისტების,
ინფლუენსერების,
ბლოგერების, იუთებერებისა
და ინსტაგრამერების ერთ
სივრცეშიშეკრება.