
ავიაკომპანია Flynas პოლონეთიდან საუდის არაბეთში ფრენებს დაიწყებს
ავიაკომპანია Flynas დაიწყებს ფრენებს პოლონეთიდან საუდის არაბეთში – პირველი რეისი 27 ივნისს არის დაგეგმილი.
ჯერჯერობით, ახალმა გადამზიდავმა გამოაცხადა ერთი მარშრუტის გახსნა – კრაკოვიდან რიადამდე. რეისები სეზონური იქნება და კვირაში სამჯერ: ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება.