ევროსაბჭო არაა ადგილი,
სადაც თავიანთი ქვეყნის და
ინტერესების დაცვის გამო
ადამიანებს სჯიდნენ და
ემუქრებოდნენ ასე ვთქვათ,
დელეგაციის
უფლებამოსილების
შეწყვეტით, ან შეჩერებით, -
ასე გამოეხმაურა
პარლამენტის ფრაქცია
„ქართული ოცნების“
აპარატის უფროსი ავთანდილ
კუნჭულია იმ ფაქტს, რომ
საქართველოს საპარლამენტო
დელეგაცია ევროსაბჭოში
საპარლამენტო მუშაობას
აჩერებს.„ევროსაბჭო და ეს
პლატფორმა არის ის ადგილი,
სადაც უნდა ხდებოდეს
დიალოგი ქვეყნებს შორის და
დებატები გარკვეულ
საკითხებზე და არა ის
ადგილი, სადაც თავიანთი
ქვეყნის და ინტერესების
დაცვის გამო ადამიანებს
სჯიდნენ და ემუქრებოდნენ
ასე ვთქვათ, დელეგაციის
უფლებამოსილების
შეწყვეტით, ან შეჩერებით“, -
აღნიშნა კუნჭულიამ.