ოზურგეთის მერი, ავთანდილ
თალაკვაძე, ქართულ
დელეგაციასთან ერთად,
იაპონიის დედაქალაქ
ტოკიოში იმყოფება.
ოფიციალურ შეხვედრებში
მონაწილეობს იაპონიაში
საქართველოს ელჩი
თეიმურაზ ლეჟავა.პირველი
სამუშაო შეხვედრა
იაპონია-საქართველოს
სავაჭრო-სამრეწველოს
პალატის პრეზიდენტთან,
ტადაჰარუ უეჰარასთან
გაიმართა.შეხვედრაზე
მხარეებმა ორმხრივი
თანამშრომლობის საკითხები
და სავაჭრო-ეკონომიკური
კავშირების გაღრმავების
პერსპექტივა
განიხილეს."ოფიციალური
ვიზიტის ფარგლებში,
იაპონიაში, ტოკიოში
პირველი შეხვედრები
გავმართეთ.იაპონია-საქართველოს
სავაჭრო-სამრეწველოს
პალატის პრეზიდენტთან,
ტადაჰარუ უეჰარასთან
განვიხილეთ
ურთიერთთანამშრომლობის
სფეროები,
სავაჭრო-ეკონომიკური
კავშირების გაღრმავების
პერსპექტივა და იაპონიაში
ქართული კულტურის კიდევ
უფრო მეტად
პოპულარიზაციის
შესაძლებლობები.მადლობას
ვუხდი იაპონიაში
საქართველოს ელჩს,
თეიმურაზ ლეჟავას ვიზიტის
ორგანიზებისა და
მასპინძლობისთვის." -
აღნიშნა ავთანდილ
თალაკვაძემ.