ავეჯის დამზადება – სად და როგორ უნდა იპოვო ოსტატი?

Alia 2 თვის წინ 123
ავეჯის დამზადება – სად და როგორ უნდა იპოვო ოსტატი?

რა შემთხვევაშია სახლი მყუდრო და კომფორტული? – როცა მოსახერხებელი, ლამაზი, კომფორტული ავეჯითაა გაწყობილი. არც ის უნდა დაგავიწყდეს, რომ სივრცე აუცილებლად  დატოვო ოთახებში, არ უნდა გამოტენო სახლი იმ ავეჯით, რომელსაც არ იყენებ – რომელიც არც კომფორტულია, არც საჭირო. 

იშვიათია მზა ავეჯი ისე მოარგო სახლს, როგორიც გინდა, როგორც წარმოგიდგენია. ხშირია შემთხვევა, გგონია, სწორად გაზომე და ამ დროს, 1 სანტიმეტრით გრძელი ან განიერია ავეჯი. ჯერ ასჯერ უნდა გაზომო, მერე ჩაწერილი ზომებით ბაზრობას, თუ მაღაზიებს მიაშურო, ეძებო, ახლა იქ ზომო, როგორ ჩაეტევა, ჩაეტევა, თუ არა.  შეიძლება არც ერთი მოგეწონოს, ან ბევრი მოგეწონოს და ზომა არ ჰქონდეს ისეთი, როგორიც გაწყობს. 

სწორედ ამიტომ, უმრავლესობა ავეჯის დამზადებას ინდივიდუალურად ამჯობინებს, შეკვეთით. მოვა პროფესიონალი, გაზომავს, შეგარჩევინებს დიზაინს, რომელიც მოუხდება სახლს, ბინას, ოფისს, გირჩევს მასალას, რომელიც გამძლე იქნება, ან დაბალბიუჯეტური, ან ორივე ერთად, დაამზადებს და ზუსტად მოერგება ფართს. რაც მთავარია, სწორედ ისეთი იქნება, როგორიც შეარჩიე და მოიწონე. 

ის, რომ ავეჯი პროფესიონალს უნდა დაამზადებინო, მგონი, სადაო, არაა, ხომ?

ამიტომ, დღეს გიამბობ, როგორ უნდა მოუარო ახალშეძენილ ავეჯს ისე, რომ დიდხანს გაძლოს კარგ მდგომარეობაში. 

ავეჯის შეკვეთა პროფესიონალთან და ზუსტად ისეთის დამზადება, როგორიც გინდოდა, ნამდვილად დიდი საქმეა, მაგრამ ყველაფერი ამით არ დასრულებულა. თუ არ ირჩევ მომსახურებას, რომლის მიხედვით, ოსტატს დაშლილ მდგომარეობაში მოაქვს შენ სახლში ავეჯი და იქვე აწყობს, თუ თავად გსურს ტრანსპორტირება, გაითვალისწინე:

–შეამოწმე ავეჯი სრულფასოვნად შეფუთვამდე, ხომ არ აქვს მექანიკური დაზიანება.

–შეამოწმე მახასიათებლები, მასალების, მწარმოებლის მიხედვით, არის თუ არა, ნამდვილად იმ მასალებისგან დამზადებული, როგორც შეთანხმდით, დააკვირდი, ავეჯის ნაწილები ტექსტურის, ან ფერის მიხედვით განსხვავებული ხომ არაა, ხომ აქვს ერთიანი ფერი.

–შეამოწმე ყველა დეტალი, ხომ არის კარგად შეფუთული, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდე სარკეებს, შუშის ზედაპირებს, აქსესუარებს. 

–წინასწარ გაეცანი ავეჯის გადატანის და აწყობის წესებს

–დაიმახსოვრე, ავეჯს თუ ჩაიბარებ, წამოიღებ და მხოლოდ შემდეგ იპოვი დეფექტს, იმის დადგენა კონკრეტულად რამ გამოიწვია დაზიანება – ტრანსპორტირებამ, თუ ტრანსპორტირებამდე იყო ხარვეზი – რთულია, რიგ შემთხვევაში, შეუძლებელი. 

სწორედ ამიტომაც, რეკომენდებულია თავად ოსტატმა შეასრულოს ტრანსპორტირებაც, ან გამოიყენე სპეციალიზებული მიტანის სერვისი, რომლებსაც აქვს შესაფერისი მანქანები, აღჭურვილობა, პერსონალიც გამოცდილია ტვირთის გადაზიდვაში. 

გახსოვდეს: ავეჯის დეფექტები, რომლებიც გამოწვეულია თვითტრანსპორტირებით, არ ექვემდებარება გარანტიით მომსახურებას. 

როგორ შევუნარჩუნოთ ავეჯს პირვანდელი სახე?

ავეჯისთვის სილამაზის, კომფორტულობის შენარჩუბა დამოკიდებულია იმაზე, როგორ ვიყენებთ, რა პირობებში ვამყოფებთ, როგორ ვუვლით.

პირველ რიგში ვიტყვი, რომ თითოეული ავეჯი განკუთვნილია კონკრეტული მიზნისთვის, შესაბამისად, უნდა გამოიყენო მისი ფუნქციური დანიშნულების მიხედვით.

გარემო პირობები – კლიმატი

ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როგორ მოქმედებს გარემო პირობები ავეჯზე, მის ხარისხზე, ვიზუალზე. 

მზის შუქი:

მოერიდე ავეჯის ისე დადგმას, რომ დიდი ხნით იყოს მზის შუქის ქვეშ, ამან შეიძლება შეცვალოს დროთა განმავლობაში ავეჯის რიგი ნაწილების მახასიათებლებები, ავეჯის ზოგი ნაწილი მეტად ექვემდებარებიან რადიაციას. შესაბამისად, შესაძლოა, „აჭრელდეს“, – ნაწილი გახუნებული ფერის იყოს, ნაწილი კი პირვანდელ მდგომარეობაში დარჩეს. 

ასევე, სპეციალური სადგამების გარეშე, არ დადო ავეჯზე ცხელი საგნები (უთო, ჭურჭელი მდუღარე წყლით და ა.შ.) 

მაღალი, ან დაბალი ტემპერატურა:

სითბოს ან სიცივის მუდმივად მაღალმა დონემ, ან ტემპერატურის უეცარმა ცვლილებებმა შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ავეჯი ან მისი ნაწილები. ნუ განათავსებ ავეჯს სითბოს წყაროდან ერთ მეტრზე ნაკლებ ადგილას. სასურველი ჰაერის ტემპერატურაა არანაკლებ 10 გრადუსი და არაუმეტეს 40 გრადუსი. ამ ნიშნულებიდან ტემპერატურის გადახრები იწვევს ხარისხის მნიშვნელოვან გაუარესებას, დეფორმაციას.

ჰაერის იდეალური ტემპერატურა კი შენახვისა და/ან ექსპლუატაციის დროს არის +10°C – +25°C.

ტენიანობა თუ სიმშრალე?

ავეჯისთვის ზედმეტი ტენიანობაც სახიფათოა ხანგრძლივად და ზედმეტი სიმშრალეც. და მაინც, თუ გარემო პირობების გამო, ვერ არეგულირებ ტენიანობას, რეკომენდირებულია, ხშირი ვენტილაცია და ტენიანობის ნორმალიზებისთვის კი შესაძლებელია დამატენიანებლის გამოყენება. 

მექანიკური დაზიანება:

ავეჯის ზედაპირები და მისი ნაწილები დაცული უნდა იყოს მექანიკური დაზიანებისგან. მექანიკური დაზიანებები შეიძლება გამოწვეული იყოს მძიმე საგნების, სხვადასხვა ქიმიური საშუალებების ზემოქმედებით და რიგ შემთხვევაში, არასწორად გადაადგილებით. ავეჯის კარები და უჯრები მარტივად, ძალდაუტანებლად უნდა იღებოდეს, (ეს დეტალიც ტრანსპორტირებამდე შეამოწმე) შესაბამისად, მასზე ძალისმიერი დაწოლა საჭირო არაა. არ გახეხო ავეჯის ზედაპირებს ბასრი ან ბლაგვი საწმენდით.

მჟავეები, ტუტეები, გამხსნელები:

არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენო ე.წ. აგრესიული სითხეები – მჟავეები, ტუტეები, ზეთები, გამხსნელები და ა.შ, ავეჯის ზედაპიზე. ქიმიურად აქტიური ნივთიერებები აზიანებს ავეჯსაც და ადამიანის ჯანმრთელობასაც.  წმენდისას, არ გამოიყენო არასპეციფიკური საშუალებები.

რბილი ავეჯი:

დასაჯდომი და დასაწოლი ავეჯი (სკამები, საწოლები, პუფები, დივნები, სავარძლები) ფუნქციურად განკუთვნილია მხოლოდ დასაჯდომად და დასაწოლად, არ არის რეკომენდირებული მასზე ფეხებით დგომა, ან ხტუნვა. კი, სახალისო სანახავია ფილმებში, „ბალიშებით თამაში“ და საწოლებზე და სავარძლებზე ხტუნვა, მაგრამ ფილმში არავინ გაჩვენებს, მერე რა მოსდის რბილ ავეჯს. 

თუ ავეჯს აქვს მოსახსნელი გადასაფარებლები, გამოიყენე სპეციალური საშუალებები ჭუჭყის მოსაშორებლად. დაიმახსოვრე: არც ერთი ტიპის საფენის (მოხსნადი საფარი) გარეცხვა არ არის რეკომენდირებული. 

მტვრის მოსაშორებლად სასურველია გამოიყენო ქსოვილის მტვერსასრუტი.

ლითონის ზედაპირები (მათ შორის ლაქირებული):

არ გამოიყენო მის გასაწმენდად პროდუქტები, რომლებსაც აქვთ აბრაზიული ან კოროზიული თვისებები, არ გამოიყენო ლითონის ბოჭკოებიანი ღრუბლები გაწმენდისას. გაწმენდის შემდეგ, თუ ზედაპირს რბილი, მშრალი ქსოვილით გააპრიალებ,  ბზინვარებას შეინარჩუნებს. 

კერამიკული ზედაპირები:

უპირველეს ყოვლისა, უნდა გახსოვდეთ, რომ კერამიკა მყიფე მასალაა, ფრთხილად გაადგილე. 

მის გასაწმენდად რეკომენდებულია სპირტის წყალხსნარის გამოყენება.

შუშის ზედაპირები:

დასუფთავებისთვის გამოიყენე შუშის სპეციალური საწმენდები. არ გამოიყენო აბრაზიული თვისებების მქონე პროდუქტები ან ლითონის ბოჭკოვანი ღრუბლები. 

პრევენცია

გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება ავეჯის ზოგიერთმა მექანიკურმა ნაწილმა (საკეტები, კარის სახელურები, სავარძლის დასაკეცი მექანიზმები და ა.შ.) დაკარგოს პირველადი სახე, გაძნელდეს ფუნქციონირება,  – გართულდეს კარის, უჯრის გაღება, ან ხმაურობდეს მექანიზმი გაღებისას – ამ შემთხვევაში, – დაზეთვა საუკეთესო გამოსავალია. 

რა ღირს ხარისხიანი, კომფორტული ავეჯის დამზადება?

ავეჯის დამზადების ფასი განისაზღვრება სამუშაოს მოცულობით, დიზაინით, მასალით, რომელიც იქნება გამოყენებული. წინასწარ ვერავინ გეტყვის, რა ეღირება ტანსაცმლის კარადის, ან საოფისე მაგიდების დამზადება, თუ არ შეთანხმებით დიზაინზე, მოცულობასა და მასალებზე. 

სად ვიპოვო პროფესიონალი ოსტატი?

არსად წასვლაა საჭირო, როცა საქმეებს მორჩები, დაისვენებ, კომფორტულად მოეწყობი, შედი ინტერნეტში, იპოვე საიტი, სადაც არაერთი განცხადებაა ოსტატების, სადაც ფასის და ხარისხის შეჯიბრია და იქ, აუცილებლად იპოვი შენთვის გამოსადეგ პროფესიონალ კადრს. შეუთანხმებ დროს და პირობებს და როცა კარგი ოსტატი ნაპოვნი გყავს, უკვე ნახევარი ნაბიჯი გავლილია. არ დაგავიწყდეს კომენტარების ნახვა, იმ ადამიანების რეკომენდაციები, ვინც უკვე ისარგებლა მომსახურებით, ძალიან წაგადგება. 

მე შარშან საძინებლის ავეჯი დავამზადებინე ოსტატს, არ მჭირდებოდა ორი ტუმბო, მერჩივნა ერთი და ოდნავ მოზრდილი, საწოლიც არც თუ სტანდარტული დიზაინისა და ზომის მსურდა. რაც შეეხე კარადას, ოთახის ფართი ისე გამოვიყენეთ, კარს გამოვაღებ, შევდივარ კარადა–ოთახში, გავივლი თაროებს შორის, ავარჩევ რაც მინდა ისე, რომ კარადის უჯრის გადმოყრა არ მჭირდება ერთი მაისურის საპოვნელად. 

სამზარეულოც არ მსურდა სტანდარტული, ვერც ერთი მზად მოდელი ვერ მოვარგე, სამაგიეროდ, ჩემ სამზარეულოში ახლა ყველა ნივთი თავის ადგილზეა და თან სივრცეც დამრჩა. 

შენ უკვე მოფიქრებული გაქვს, როგორი ავეჯი გჭირდება სახლისთვის, ბინისთვის, ოფისისთვის?

(R)

The post ავეჯის დამზადება – სად და როგორ უნდა იპოვო ოსტატი? appeared first on .

სრულად წაიკითხეთ სტატია