„ავარიებით წელიწადში
ერთი სოფლის მოსახლეობის
რაოდენობა იღუპება“, - ამის
შესახებ
„ბიზნესპრესნიუსთან“
ეკონომისტი სოსო არჩვაძე
აცხადებს.შინაგან საქმეთა
სამინისტროს 2024 წლის 9 თვის
მონაცემების მიხედვით,
ქვეყნის მასშტაბით 1 563
ავტოსაგზაო შემთხვევა
მოხდა, რის შედეგადაც
დაშავდა 2 045 და გარდაიცვალა
125 ადამიანი. თუ გადავხედავთ
გასული 5 წლის მონაცემებს,
ყოველწლიურად ავარიის
შედეგად გარდაცვლილი
ადამიანების რაოდენობა
400-450-ის ფარგლებში მერყეობს.