გაერთიანებულ სამეფოში,
დასავლეთ იორკშირში, სამი
თინეიჯერი დაიღუპა მას
შემდეგ, რაც მათი
ავტომობილი გზიდან
გადავიდა და ხეს
შეეჯახა.როგორც BBC წერს,
სამივე ადამიანი - 18 წლის
მძღოლი და კიდევ ორი პირი
(ორივე 19 წლის) ადგილზევე
დაიღუპნენ.მედიის ცნობით,
მანქანაში სულ 5 ადამიანი
იყო. გადარჩენილი ორი
მგზავრიდან, ერთი მამაკაცი,
სიცოცხლისთვის საშიში
დაზიანებებით,
საავადმყოფოში რჩება,
მეორე კი მსუბუქად
დაზიანდა. წყარო: rustavi2.ge