ავტოსაგზაო შემთხვევას
გონიოში სამი ადამიანის
სიცოცხლე ემსხვერპლა,
დაშავებულია ორი ადამიანი.
ადგილზე მისულ
სასწრაფო-სამედიცინო
დახმარების ჯგუფს სამი
გარდაცვლილი დახვდა. ამის
შესახებ ადგილობრივი
მედია
წერს. თვითმხილველების
ინფორმაციით, BMW-ს მარკის
ავტომობილი გაჩერებულ
მანქანას
შეეჯახა.დაშავებულები
კლინიკა "ბიემსიში" არიან
გადაყვანილები.შემთხვევა
წვეულებათა სახლის
მიმდებარე ტერიტორიაზე
მოხდა.ადგილზე
მობილიზებულია საპატრულო,
სახანძრო-სამაშველოსა და
სასწრაფო დახმარების
ჯგუფები.