ადმინისტრაცია: საზმაუმ ევროპარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა LIVE-ში არ გააშუქა

News.ge 4 დღის წინ 9
ადმინისტრაცია: საზმაუმ ევროპარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა LIVE-ში არ გააშუქა

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის ს დღევანდელი გამოსვლა პირდაპირ ეთერში არ გააშუქა.
ამის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტთან მიმართებით საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ არ ახდენს საზოგადოების სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმირებას.
“საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ვალდებულება აქვს უზრუნველყოს ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია და რომელიც ამტკიცებს, რომ არის დაბალანსებული და ობიექტური მედია, პირდაპირ ეთერში არ აშუქებს საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტისადმი მიმართვას; ეს ხდება ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისისა და უპრეცედენტო საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, იმ დროს, როცა გადასარჩენია ქვეყნის ევროპული მომავალი.
საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებით საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ არ ახდენს საზოგადოების სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმირებას”, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

სრულად წაიკითხეთ სტატია