საქართველოს
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
ლენტეხი-ბავარის
საავტომობილო გზის კმ20-კმ24
მონაკვეთზე, უხვი ნალექის
შედეგად ადიდდა მდინარე და
დააზიანა საავტომობილო
გზა, რის გამოც, აღნიშნულ
მონაკვეთზე დროებით
იზღუდება ყველა სახის
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა.