ადიგენის მუნიციპალიტეტის
სოფელ უდეში 15 წლის ბიჭს
მეორე დღეა
ეძებენ.ინფორმაციას
„სამხრეთის კარიბჭე“
ავრცელებს.სამძებრო
სამუშაოებში მაშველებთან
და პოლიციასთან ერთად,
ადგილობრივებიც არიან
ჩართულნი. საძიებო
სამუშაოები როგორც
ხმელეთზე, ისე მდინარეში
მიმდინარეობს - ეძებენ
დრონებითაც.თორნიკე გუშინ,
21 აპრილს დღის მეორე
ნახევარში სახლიდან
გაიპარა, მას შემდეგ
ეძებენ. დაკარგული ბიჭი ვერ
მეტყველებს.„ზუსტად არ
მახსოვს რომელ საათზე
გავიდა სახლიდან.
საფლავებიდან ჩამოვედით,
ალბათ 5 წუთიც არ იქნებოდა
მარტო და მაშინ გაიპარა
სახლიდან. აცვია ცისფერი
მაისური პერანგის სტილში,
ნაცრისფერი სპორტული
შარვალი და თეთრი
ბოტასები“,- ამბობს
„სამხრეთის კარიბჭესთან“
დაკარგულის დედა,
დიანა.პოვნის შემთხვევაში,
გთხოვთ დარეკოთ დედის
ნომერზე: 597 87 08 18 - დიანა.