ადვოკატი: POG-ის დადგენილებით, ბაჩიაშვილმა ქვეყანა სომხეთის პუნქტის გვერდის ავლით დატოვა

News.ge 1 თვე წინ 39
ადვოკატი: POG-ის დადგენილებით, ბაჩიაშვილმა ქვეყანა სომხეთის პუნქტის გვერდის ავლით დატოვა

პროკურატურის მასალების მიხედვით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო სომხეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით დატოვა.
ეს ინფორმაცია TV პირველთან საუბრისას გიორგი ბაჩიაშვილი ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა დაადასტურა.
ადვოკატის თქმით, პროკურატურის დადგენილებაში წერია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ჯერ სომხეთში წავიდა, იქიდან კი სხვა პასპორტით მესამე ქვეყანაში გაემგზავრა.
ადვოკატი ამბობს, რომ დამატებით დადგენილებაში არაფერი წერია და არც ის არის დაკონკრეტებული, სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით როგორ დატოვა გიორგი ბაჩიაშვილმა საზღვარი.
ცოტა ხნის წინ გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
განცხადების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილმა “საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მის სახელზე გაცემული ს ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი”.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

სრულად წაიკითხეთ სტატია