ადამიანს ვაძლევთ შესაძლებლობას, თავისი სიმართლე დაამტკიცოს იმ დაწესებულებაში მისვლით, რომელსაც ის განსაკუთრებულად ენდობა - არჩილ გორდულაძე ანტინარკოტიკულ პოლიტიკაზე

Primetime.ge 1 თვე წინ 22
ადამიანს ვაძლევთ შესაძლებლობას, თავისი სიმართლე დაამტკიცოს იმ დაწესებულებაში მისვლით, რომელსაც ის განსაკუთრებულად ენდობა - არჩილ გორდულაძე ანტინარკოტიკულ პოლიტიკაზე
ანტინარკოტიკულ რეფორმას პარლამენტი განიხილავს. "ქართული ოცნების" ინიციატივა დღეს კომიტეტებზე გადის. ამ წუთებში საკითხზე ჯანდაცვის კომიტეტზე მსჯელობენ, მოგვიანებით კი განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაგრძელდება.მიდგომები მკაცრდება რეალიზატორების მიმართ, მცირე ოდენობის ნარკოტიკის გაყიდვის შემთხვევაშიც, სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო იქნება. პრევენციაზე კეთდება აქცენტი მომხმარებლების მიმართ.პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო კახაძემ, არჩილ გორდულაძეს ტესტირების 8 საათიან ვადასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა და ამ საკითხზე მეტი განმარტება ითხოვა."ტესტირების 8 საათიან ვადასთან დაკავშირებით კიდევ შესაძლებელია მსჯელობის გაგრძელება. რაც მთავარია, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ პრინციპზე, რომ შესაძლებელია სამართალდამცავმა თავად გადაიყვანოს ყველანაირი ხარჯის და დამატებითი რესურსის გარეშე, ხოლო მეორეს მხრივ, ადამიანს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ თავისი სიმართლე დაამტკიცოს, მათ შორის, იმ დაწესებულებაში მისვლით, რომელსაც ის განსაკუთრებულად ენდობა", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, კითხვა მართვის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში მისი დაბრუნების პროცედურებზეც დაუსვეს, რაზეც გორდულაძემ უპასუხა, რომ ამ საკითხზე პროცედურებს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები ერთობლივად განსაზღვრავენ."ცალკე, შინაგან საქმე მინისტრის და ჯანდაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრება ის წესი, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა. მათ შორის, განისაზღვრება ის კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ექსპერტიზის ბიურო, რომელსაც ექნება შესაძლებლობა ჩაატაროს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი კვლევა", - აღნიშნა გორდულაძემ.პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო ბოჟაძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, არჩილ გორდულაძისგან 45 პრიმა მუხლის ზუსტი განსაზღვრება ითხოვა."45 პრიმა მუხლი განსაზღვრავს მარიხუანის/კანაფის მოხმარებას და ეს ორი მუხლი ერთმანეთისგან განსხვავებულია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცალკე არის განსაზღვრული სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ხოლო მარიხუანასთან დაკავშირებით ცალკეა და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული არაერთი გადაწყვეტილება, მოყოლებული 2017-2018 წლიდან, რომელიც ეხება მარიხუანის მოხმარებას. სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ სახელმწიფოს, კანონმდებელს აქვს შესაძლებლობა და ლეგიტიმური მიზანი, რომ ისეთი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც არის მცენარე მარიხუანა და კანაფი, მისი მოხმარებისადმი მიდგომა იყოს მკაცრი გარკვეულ შემთხვევებში. იგულისხმება შემთხვევა, როდესაც ადამიანი მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და ძალიან მარტივია, რომ როგორც ალკოჰოლის სიმთვრალის ქვეშ მყოფი ადამიანი, ისევე მარიხუანის სიმთვრალის ქვეშ მყოფი ადამიანიც არ უნდა მართავდეს ავტომობილს, რადგან ეს არის მომატებული საფრთხე და დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსითაც, ამ ყველაფრისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სასჯელი", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია