„ადამიანის უფლებათა ცენტრი" ითხოვს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოთ მედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც დემონსტრაციების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ

Primetime.ge 2 კვირის წინ 4
„ადამიანის უფლებათა ცენტრი" ითხოვს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოთ მედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც დემონსტრაციების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ითხოვს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოთ მედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც დემონსტრაციების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.ორგანიზაცია იცავს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის, გურამ როგავასა და "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის, დავით ცაგარელის სამართლებრივ ინტერესებს.მათ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ნინო ჩალაძის განცხადებით, როგორც წესი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურ მსგავს საქმეებზე გამოძიებას, მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტების მუხლით იწყებს, რაც ამ შემთხვევაში არასაკმარისია, რადგან ორივე ჟურნალისტი არაადამიანური მოპყრობისმსხვერპლი გახდა."მე, როგორც გურამ როგავასა და დავით ცაგარელის ადვოკატი მივმართავ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომ განახორციელონ ქმედითი ნაბიჯები და სასწრაფოდ მოხდეს ამ პირების დაზარალებულად ცნობა.როგორც წესი, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ახასიათებს, რომ გამოძიება დაიწყოს და შემდეგ დაზარალებულად ცნოს ასეთ საქმეებში ჟურნალისტები მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, კერძოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლით, რაც არასაკმარისია, რადგან ამ შემთხვევაში, ორივე ჟურნალისტი იყო არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი", - განაცხადა ნინო ჩალაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია