ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა
„საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში“
ცვლილებაზე
იმსჯელა.გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის
მინისტრის პირველი
მოადგილის, ნინო
თანდილაშვილის
განცხადებით,
კანონპროექტი მიზნად
ისახავს პასუხისმგებლობის
გამკაცრებას ხე-ტყის
უკანონოდ გამოყენებასთან
დაკავშირებით.„ხე-ტყის
უკანონო სარგებლობასთან
მიმართებით სამინისტროს
მიერ გამოვლენილი ფაქტები
კვლავ მაღალ ნიშნულზეა, რაც
სახელმწიფოს მხრიდან
საპასუხო ღონისძიებების
გამკაცრებას მოითხოვს“, -
განაცხადა ნინო
თანდილაშვილმა.მისი თქმით,
არალეგალურად მოწყობილ
სახერხ საამქროებთან
მიმართებით მძიმეა
სტატისტიკა. ამიტომ ასეთი
საამქროს მოწყობისთვის
პასუხისმგებლობა ნაცვლად 1
წლამდე თავისუფლების
აღკვეთისა განისაზღვრება
1-დან 3 წლამდე ვადით, ხოლო
განმეორებით ჩადენილი
იგივე ქმედებისთვის, 1-დან 2
წლამდე თავისუფლების
აღმკვეთი ვადა იცვლება
3-დან 5 წლამდე თავისუფლების
აღკვეთის ვადით.მკაცრდება
პასუხისმგებლობა ასევე
დიდი რაოდენობით მორის
უკანონო
ტრანსპორტირებისთვის,
რისთვისაც განმეორების
შემთხვევაში პირს
დაეკისრება არა
ადმინისტრაციული, არამედ
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა
თავისუფლების აღკვეთით
1-დან 3 წლამდე
ვადით.კომიტეტმა მხარი
დაუჭირა კანონპროექტს.